თქვენი ბიზნესი „თხრილშია“?
ადამიანებისა და ურთიერთობების მსგავსად, რთული მომენტები ბიზნესსაც უდგება. ამის მიზეზი შეიძლება რამდენიმე ფაქტორი იყოს:

1.ხშირ შემთხვევაში ბიზნესს კრიზისული მომენტები მაშინ უდგება, როდეაც კომპანიის ხელმძღვანელი არ იღებს სასარგებლო რჩევებს და ბოლოს იმ მდგომარეობამდე მიდის, რომ ამბიციასა და „დრაივს“ კარგავს.

ჭაობიდან ამოსვლის საშუალებად პროდუქტის ფასის მომატება ჰგონიათ, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი.

ერთადერთი რეკომენდაცია ასეთ სიტუაციაში არის ის, რომ ბიზნესის ყოველ დეტალზე, ყოველ სფეროზე გამუდმებით თვალყურის დევნებაა საჭირო.

2.კომპანიის აქტივს ბრენდი და მარკეტინგი წარმოადგენს, ამიტომ ამ ორ მნიშვნელოვან სფეროზე თვალი უნდა გეჭიროთ და ინვესტიცია მუდმივად  უნდა ჩადოთ. ამასთან, თანამშრომლებთან ხელმძღვანელობას მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რადგან მათი დახმარებით ის უკუკავშირს მიიღებს. მათ იციან რა სურთ მომხმარებლებს.

3.თანამშრომლებთან ურთიერთობა კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კომპანია თანამშრომლებს ტრენინგს და სემინარს უნდა უტარებდეს. აუცილებელია მათი მოტივაციის გაზრდა და მუშაობის დაფასება.

ზემოთ მოყვანილი მარტივი რჩევები კომპანიებს რთული სიტუაციიდან გამოსვლაში ეხმარებათ. ამით ბიზნესი ვითარდება და ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

თარიღი: 2019/03/05