"ბუნების სასწაულები" - მსოფლიოს უჩვეულო, ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული ადგილები
მსოფლიოში უმარავი ადგილია, რომელიც უჩვეულო ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა. "ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას მოგზაურებისა და ტურისტული კომპანიებისთვის და  ბუნების რამდენიმე ასეთ "სასწაულს" შემოგთავაზებთ: 

მფრინავი გეიზერი, აშშ 

                          

მფრინავი გეიზერი ნევადას შტატში, უდაბნოში მდებარეობს. ის სამი დიდი მიწაყრილისგან შედეგება, რომლებიც მუდმივად ისვრის ჰაერში წყალს 5 ფუტის სიმაღლეზე.

მისი ისტორია 1916 წელს იწყება, როდესაც უდაბნოში მიწას წყლის აღმოჩენის მიზნით ბურღავდნენ, რადგან იქ ფერმა გაეშენებინათ. პირველი გეიზერის დინებამ 1960 წლამდე გასტანა, შემდგომ კი მეორემ ამოხეთქა. დაშლილმა მინერალებმა შეკავშირება დაიწყეს და წარმოქმნეს დიდი, ფერადი მიწაყრილები. გეიზერებთან ახლოს ტბა მდებარეობს, რომელშიც თევზები ბინადრობენ და მას გარეული იხვებიც ხშირად სტუმრობენ. მფრინავი გეიზერები კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზეა და ტურისტებს მისი ნახვა მხოლოდ შორიდან, ტრასიდან შეუძლიათ. 

                           

ვაიმოტოს გამოქვაბული, ახალი ზელანდია 

                            

ვაიმოტოს გამოქვაბული მსოფლიოს ერთ-ერთი უჩვეულო ადგილია. მას ამ უჩვეულობას ის მწერები სძენენ, რომლებიც მის თავზე არიან ჩამოკიდებულნი. ლურჯი მწერები გამოქვაბულს ბუნებრივად "განათებულს" ხდიან და ლამაზ ლურჯ ელფერს ანიჭებენ. ვაიმოტოს გამოქვაბული ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული ადგილია. მის სანახავად მოგზაურები მთელი მსოფლიოდან ჩადიან. 

                          

წითელი სანაპირო, ჩინეთი 

                                

ჩინეთის პროვიანცია ლაიონინგში, ქალაქ პანცზიანთან ახლოს მსოფლიოში ერთ-ერთი უჩვეულო ბუნებრივი სილამაზე მდებარეობს. წითელი სანაპიროს სანახავად შემოდგომაზე აქ უამრავი ტურისტი ჩადის. სწორედ წელიწადის ამ დროს წყალმცენარეები იწყებენ ჭკნობას და სანაპიროსაც წითელ ფერს აძლევენ. წითელი სანაპირო მდინარე შუანგტაიზის აუზში მდებარეობს და ის დაცული ტერიტორიაა, რადგან აქ 300-მდე სახეობის მფრინველი და 400-მდე სახეობის ცხოველი მდებარეობს. 

                              

 

თარიღი: 2019/03/08