BBC-მ მსოფლიოს წარმატებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა - სიაში ნინო ზამბახიძეა
BBC-მ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა და მათი კომენტარები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული ქალები მსოფლიოს მოუწოდებენ დაამსხვრიონ სტერეოტიპები და გაიმეორონ მათი წარმატება.

სიაში პირველი, საპატიო ადგილი ქართველ ფერმერს და ფერმერთა ასოციაციის დამფუძნებელს ნინო ზამბახიძეს უკავია შემდეგი კომენტარით:

„შენი სილამაზე შენივე გონებაა, სწორედ შენ უნდა დაამსხვრიო ნებისმიერი სტერეოტიპი".

სიაში Nike-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლისა მაკალუმი, MediaCom UK-ის ხელმძღვანელი კარენ ბლეკეტი, ბრიტანელი პარაოლიმპიური ჩემპიონატის მოცურავე სუზი როჯერსი და სხვა წარმატებული ქალები მოხვდნენ.

თარიღი: 2019/03/10