სად და რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია მიმდინარე წელს? – 2019 წლის ბიზნესიდეები
"ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც მკითხველს 2019 წლის ბიზნესიდეებს აცნობს. დღეს კიდევ ერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, რომელიც ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ. კერძოდ, საქმე ეხება ბოლო წლებში ტრენდად ქცეულ – მიკრობლენდინგს

ზოგადად, სილამაზის ინდუსტრია ძალიან მზარდი და სწრაფად ცვალებადია, შესაბამისად მის სიახლეებთან მუდმივი ფეხის აყოლა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ბიზნესი უბრალოდ წარსულში დარჩება. 

ბოლო პერიოდში სილამაზის ინდუსტრიაში ინვესტიციის ჩადება სულ უფრო და უფრო მომგებიანი ხდება, რადგან ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროდ იქცა. რაც შეეხება უშუალოდ მიკრობლენდინგს, ეს ნამდვილი რევოლუციაა. მიკრობლენდინგი არის კონტურული (პერმანენტული) მაკიაჟის ერთ–ერთი მიმართულება, რომელიც წარბების კორექციაში გამოიყენება. ის ბოლო ორი წელია რაც ბაზარზე გაჩნდა. ხშირად მას ტატუაჟთან აიგივენებ, თუმცა ეს ასე არაა. მიკრობლენდინგი განსხვავედება ტატუაჟისგან და სწორედ ეს განსხვავება ხდის მას ასეთ განსაკუთრებულსა და მოთხოვნადს

ტატუაჟისგან განსხვავებით მიკრობლენდინგი საშუალებას იძლევა თითოეული ღერის მაქსიმალურად ზუსტად დახატვის, რაც წარბს ბუნებრივობას უნარჩუნებს. ჩვეულებრივი ტატუაჟითა და მიკრობლენდინგით შესრულებულ წარბებს შორის განსხვავება ძალიან დიდია – მიკრობლენდინგი ნატურალური წარბების სრულ იმიტირებას ახდენს. დროთა განმავლობაში ფერს არ იცვლის, ნარჩუნდება ორი წლის მანძილზე და პროცედურის შემდეგ კანზე არანაირი ნაიარევი არ რჩება. მიკრობლენდინგი კეთდება სპეციალური კალმის დახმარებით, რომლის წვერებზეც ძალიან წვრილი პირია. პროცედურა განსხვავებით ტატუაჟისგან, აბსოლუტურად უმტკივნეულოა და ორი საათის განმავლობაში გრძელდება. 
                    


წარბების კორექცია სილამაზის ინდუსტრიაში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. ამ მიმართულებით დიდ ბრიტანეთში კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ბრიტანელი ქალები წარბების კორექციაში წელიწადში საშუალოდ 200 გირვანქა სტერლინგს ხარჯავენ. გარდა ამისა, წარბების კორექციის პროცედურას ქალების გარდა მამაკაცებიც იკეთებენ. ექსპერტების მოსაზრებით, მიკრობლენდინგის ბიზნესის დაწყება 2019 წლის ერთ–ერთი მთავარი ბიზნესიიდეაა, მასზე მთელ მსოფლიოში ბუმია და ის მოგებას აუცილებლად მოიტანს. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიკრობლენდინგი ბოლო ორი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა. ის დღითიდღე სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. მისი სერვისის დამატება, შესაძლებელია როგორც უკვე არსებულ სილამაზის სალონში, ასევე სპეციალურად ამ მიმართულებით გახსნილში. თუკი უკვე მუშაობთ ამ სფეროში, მფლობელობაში გაქვთ სილამაზის სალონი, ან თვითდასაქმებული ხართ ამ მიმართულებით, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. მიკრობლენდინგის შესასწავლი კურსების გავლა ძვირი არ ღირს, არც მისი გასაკეთებელი კალმის ღირებულებაა მაღალი, შესაბამისად ამ ბიზნესის წამოწყებას დიდი ინვესტიცია არ სჭირდება. თუკი სალონი არ გაქვთ და თავად, კერძოდ აპირებთ მუშაობს, თავდაპირველად კლიენტების მიღება სახლშიც შეგეძლებათ. 

გისურვებთ წარმატებას! 

 

თარიღი: 2019/03/11