ჰარვარდის პროფესორის რჩევით, ბიზნესი სწორად განვითარდება თუ ამ ეტაპებს გაივლით
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორის, ტომ ეისენმანის აზრით, სტარტაპერებმა საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად მნიშვნელოვანია შემდეგი რჩევები გაითვალისწინონ:

ჩამოაყალიბეთ კორპორატიული ანგარიშვალდებულების გუნდი

ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენ უნდა დაიწყოთ ძირითადი აღმასრულებელი გუნდის შეკრება - გაყიდვების, საინჟინრო, მარკეტინგის, მომსახურების, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ხელმძღვანელების ჩათვლით.

შეთანხმდით გუნდის მისიაზე

შემდეგი ეტაპია, შეთანხმდეთ გუნდის მიზანზე - მაგალითად, "შექმნათ და გააუმჯობესოთ პროცესები მომხმარებლისა და კომპანიის მიზნების მისაღწევად".

ძირითადი კორპორატიული მიზნები ჩამოაყალიბეთ

აიღეთ სამიდან ხუთამდე კორპორატიული მიზანი - კონკრეტული შემოსავლების ზრდა, ახალი პროდუქტის დანერგვა, ახალ ქვეყნებში გასვლა და სხვა.

შექმენით დაგეგმვისა და შედეგის კონტროლის სისტემა

აუცილებელია კონკრეტული საქმის დაგეგმვა და მისი შესრულების კონტროლი.

აწარმოეთ ყოველთვიური შეხვედრები შედეგების შესაფასებლად

თვეში ერთხელ შეხვდით თანამშრომლებს, რათა ყველამ ერთად რეალურად შეაფასოთ გეგმის შესრულება, აღნიშნოთ ხარვეზები, დაინახოთ პრობლემები შედეგებსა და მოლოდინებს შორის და შეთანხმდეთ ტაქტიკაზე.

წყარო: Inc

თარიღი: 2019/03/13