როგორ დავიწყოთ წარმატებული მარკეტინგული კოლაბორაცია
სტრატეგიული მარკეტინგის კოლაბორაციის ჩამოყალიბება  ახალ აუდიტორიასთან მისაღწევად ყველაზე ეფექტური გზაა.

სტრატეგიული მარკეტინგის კოლაბორაციის 5 ეტაპი არსებობს:

1.იყავით სტრატეგიული

უპირველესად მნიშვნელოვანია რის მიღწევა გსურთ. გსურთ უფრო მეტი აუდიტორიის მოზიდვა, ბრენდის რეპუტაციის გაუმჯობესება და ერთგული მომხმარებლების შენარჩუნება?

როდესაც ჩამოყალიბებული ხართ და იცით თქვენი მიზანი, გეცოდინებათ რა აქტივობების განხორციელება დაგჭირდებათ.

2.იფიქრეთ მომხმარებელივით

ბიზნესისთვის მომხმარებელი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ კომპანია მომხმარებლის ტყავში უნდა შეძვრეს და მისი სურვილები გაიგოს. მომხმარებელთან უნდა ითანამშრომლოთ.

3.ბრენდი

იზრუნეთ თქვენს ბრენდზე, თქვენი კომპანიის სახელზე. დღეს „ეფლის“ პროდუქციას ბრენდის სახელის გამო ყიდულობენ. მომხმარებლებს ბრენდის მიმართ ნდობა უნდა გაუჩნდეთ.

4.ფული ყველაფერი არ არის

რა თქმა უნდა კომპანიისთვის სარფიანი გარიგებები მნიშნელოვანია, მაგრამ გახსოვდეთ რომ ფული ყველაფერი არ არის და ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობები ყველაზე მნიშნელოვანია.

5.ურთიერთობებზე ფოკუსირება

იყავით გულახდილი და სანდო. თუ მომხმარებლებთან ბალანს შეინარჩუნებთ, ძალისხმევა ნამდვილად დაგიფასდებათ.

თარიღი: 2019/09/01