საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა შემცირდა
საქართველოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბი.აი.ჯი"-ს გაუუქმდა როგორც მისოს რეგისტრაცია, ასევე დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაში.

2019 წლის 11 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში 62 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რაც დეკემბერთან შედარებით ხუთით; ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით 11-ით ნაკლებია.

2018 წელს საქართველოში მომუშავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 31.1 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, რაც 2017 წელთან შედარებით 13,4 მილიონი ლარით ნაკლებია.

ავტორი:
თარიღი: 2019/03/14