რატომ ხართ გამორჩეული
თუ გსურთ კონკურენტებზე უფრო მეტი გაყიდოთ, საჭიროა მომხმარებლებს შეახსენოთ თუ რატომ უნდა იყიდონ თქვენგან და არა კონკურენტი კომპანიებისგან.

კომპანიების უმეტესობა ბევრ ღონეს ხმარობს, რომ პოტენციურ მომხმარებლებს საკუთარი შესაძლებლობები დაანახოს და გადმოიბიროს.

რა უნდა უთხრათ მომხმარებლებს თქვენი პროდუქტისა და სერვისის შესახებ, იმისათვის, რომ ხაზი გაუსვათ თქვენს განსაკუთრებულობას? რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა?

მათ უნდა იცოდნენ თუ საიდან შემოგაქვთ პროდუქტის კომპონენტები. მაგალითად, როდესაც საკონდიტრო გაქვთ და უგემრიელეს ტკბილეულს ამზადებთ, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, მაგალითად, შოკოლადი საიდან შემოდის, იყენებთ თუ არა ორგანულ ან გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.

ასევე, მომხმარებლებს უნდა აუხსნათ რატომ ხართ გამორჩეული. უნდა მოუთხროთ წარმოების პროცესის შესახებ, როგორია თქვენი დამოკიდებულება თანამშრომლებს შორის და თქვენი მომავლისადმი დამოკიდებულება.

 

თარიღი: 2019/03/14