2019 წელს საქართველოში 5 ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება
2019 წელს საქართველოში ხუთი ახალი, 300 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა თბილისის, გორის, კასპის, იმერეთისა და ხაშურის მიმდებარე ტერიტორიებზე დაიწყება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს 2020 წლისთვის შეუძლია 332 მეგავატი, 2025-ში 665 მეგავიტი, ხოლო 2030 წლისთვის 1330 მეგავიტი დადგმული სიმძლავრე მიიღოს. წინასწარი პროგნოზი განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრირების კვლევაზეა დაფუძნებული. 

2019 წელს ასაშენებელი ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის ჩამონათვალი და მათი სიმძლავრე ასე გამოიყურება:

1. თბილისის და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე დაახლოებით 50 მეგავატი სიძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება;

2. ქალაქ კასპის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 50 მეგავატი სიძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება;

3. იმერეთის რეგიონში ქარის ერთი დაახლოებით 100 მეგავატი სიძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება;

4. ხაშურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ასაშენებელი რიკოთი-ფონას ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე დაახლოებით 20 მეგავატი იქნება;

5. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაახლოებით 50 მეგავატი სიძლავრის ნიგოზას ქარის ელექტროსადგური აშენდება.

თარიღი: 2019/03/14