საქართველოში ბენზინი გაიაფდა
საქართველოში ბენზინი კვლავ გაიაფდა. საწვავის ღირებულებამ ბოლო პერიოდში კიდევ 2-3 თეთრით იკლო. 

„სოკარის“ ქსელში ევრო რეგულარის ღირებულება 2.26 ლარიდან 2.23 ლარამდე, „ვისოლში“ 2.32 ლარიდან 2.29 ლარამდე, „გალფში“ 2.26 ლარიდან 2.24 ლარამდე, „ლუკოილის“ ქსელში კი 2.25 ლარიდან 2.22 ლარამდე შემცირდა; 

მანამდე ბენზინის ღირებულება ჯერ თებერვალში, შემდეგ კი მარტში შემცირდა. 2018 წლის ბოლოდან დღემდე საწვავზე ფასებმა მთლიანობაში 20-25 თეთრით იკლო. 

საქართველოში საწვავის ფასების შემცირება საერთაშორისო ბაზარზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ კლების დინამიკას უკავშირდება.

თარიღი: 2019/03/14