“ცხოვრება არასოდეს არაა აუტანელი,  ის ასეთი  უმიზნობის გამო შეიძლება  გახდეს“
მიზნის აღმოჩენა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტია. როდესაც ადამიანი მიზნის გარეშე ცხოვრობს, ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა არ ეძლევა. ადამიანის ცხოვრებას საინტერესოს სწორედ მიზანი ქმნის. ცნობილი და წარმატებული ადამიანებისთვის მიზანი ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

1.“მნიშვნელოვანი რამ ადამიანის ცხოვრებაში მიზანია. ის შეიძლება იყოს რაღაც სასარგებლო და რაღაც კარგი“ -  ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერი და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი დალაი-ლამა

2.“გამარჯვებულები არიან ადამიანები, რომლებსაც ზუსტი მიზანი აქვთ ცხოვრებაში“ - ამერიკელი სპიკერი და მწერალი დენის უაითლი

3.“რა არის წარმატება? ვფიქრობ ეს საქმის კეთების ალღოა; ამის ცოდნა საკმარისი არ არის, თქვენ თავდაუზოგავი შრომა და მიზანი გჭირდებათ“ -  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი 1979-1990 წლებში მარგარეტ ტეტჩერი

4.“თუ ვერ ხვდები რა არის თქვენი მიზანი, მაშინ გაიგეთ რა არის თქვენი გატაცება. გატაცება მიზანთან მიგიყვანთ“ - პასტორი ტომას დექსტერ ჯეიკსი

5.“ცხოვრება არასოდეს არაა აუტანელი, აუტანელი ის შეიძლება უმიზნობის გამო გახდეს“ - ავსტრიელი ნევროლოგი ვიკტორ ემილ ფრენკელი

თარიღი: 2019/03/17