„მევენახეობა-მეღვინეობის ენციკლოპედიური ლექსიკონი" - პირველი ქართულენოვანი კრებული
პირველი ქართულენოვანი კრებული - „მევენახეობა-მეღვინეობის ენციკლოპედიური ლექსიკონი" მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომია. მასში განხილულია 6411 დარგისმიერი ერთეული.

წიგნში მოყვანილია ღვინისა და სხვა პროდუქტების დამზადების მივიწყებული და თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის, ღვინის დამზადებამდე გასავლელი ყველა ეტაპი.

წიგნი შეეხება არამარტო მეღვინეობასა და მევენახეობას, არამედ ნიადაგის ტიპებს, მისი მჟავიანობის განსაზღვრას და სოფლის მეურნეობის ყველა საკითხს.

აღსანიშნავია, რომ ლექსიკონს თან ერთვის 584 ქართული ვაზის ჯიშის აღწერა.

ავტორი:
თარიღი: 2019/03/18