"უცნობი ევროპა" - ულამაზესი ადგილები, რომლებიც ტურისტებში ნაკლებად პოპულარულია
"ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას მოგზაურებისა და ტურისტული კომპანიებისთვის. ჩვენ ამ რუბრიკის პირველ მასალაში შემოგთავაზეთ "სიურპრიზი ტურისტებს" , რომელიც "უცნობი ევროპის" შესახებ იყო. დღეს კი მის მეორე ნაწილს გთავაზობთ და გაგაცნობთ "ბებერი კონტინეტის" რამდენიმე ულამაზეს ადგილს, რომელიც ტურისტებში არც ისე პოპულარულია, როგორც უნდა იყოს: 

დინანი, ბელგია 

                              

დინანი ბელგიის პატარა ქალაქია. ის არდენის მთების ფერდობზეა განლაგებული და საოცარი ლანდშაფტის გარდა, ულამაზესი არქიტექტურითაც გამოირჩევა. 

                              

                              

პირანი, სლოვენია

                             

სლოვენიის ქალაქი პირანი ​ ადრეატიკის ზღვაში, ისტრიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, კერძოდ პირანის ყურის სანაპიროზე მდებარეობს.  ის ოფიციალურად ორენოვანია - სახელმწიფო ენასთან ერთად იტალიურიც გავრცელებულია. აქ ბევრი იტალიელი ცხოვრობს და ქალაქს ამის გამო იტალიურადაც მოიხსენიებენ. პირანი  განთქმულია ვენეციური არქიტექტურით, რის გამოც მას "ქალაქ-მუზეუმადაც" მოიხსენიებენ. 

                            

                            

სამოსი, საბერძნეთი 

                            

საბერძნეთის კუნძული სამოსი ეგეოსის ზღვაში მდებარეობს.  მისი ფართობი 477,395 კმ²-ია. კუნძული განთქმულია ლამაზი სანაპიროებითა და ბუნებით. აქ შესაძლებელია საბერძნეთის კულტურისა და ისტორიის გაცნობა. კუნძულზე საკმაოდ აქტიურია ღამის ცხოვრება, თუმცა აქ სტუმრობას არც სიმყუდროვისა და სიჩუმის მოყვარული დამსვენებლებიც არ ინანებენ. 

                            

                            

                            

                           

თარიღი: 2019/06/07