AMAZON-ის „ციფრული ასისტენტი“ მერიოტის სასტუმროებში დამონტაჟდება
„ამაზონის" ციფრული ასისტენტი (ჭკვიანი დინამიკი) Alexa, ორი ფირმის პარტნიორობის ფარგლებში, აშშ-ის „მერიოტის" საკუთრებაში არსებული სასტუმროების ნაწილში დამონტაჟდება.

ფირმის წარმომაგენლის განცხადებით, Alexa-ს ფუნქციებს შორისაა, ოთახში შეკვეთის მომსახურება, მისი მოვლა და პირადი თანაშემწის მსგავსად, მომხმარებლებისთვის რჩევის მიცემა.

2016 წელს ლას-ვეგასში, The Wynn-ის კურორტებზე, „ამაზონის" ჭკვიანი დინამიკი(Echo) 5,000-მდე სასტუმროში დაამონტაჟეს.
მერიოტის წარმომადგენელი the Financial Times-თან აღნიშნავს, რომ ამაზონთან ეს გარიგება ექსკლზიური არ ყოფილა.

„დღესდღეობით, გლობალური მოგზაური განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს ითხოვს, ამაზონის Echo-სა და ეიფლის Siri-ს დახმარებით კი ისინი მრავალი რამის გაკონტროლებას შეძლებენ“- განაცხადა გლობალური ბრენდის ლიდერმა, ბრეინ მაკგინესმა.

თარიღი: 2018/06/19