დროა, პირველი ნაბიჯი გადადგათ - 2019 წლის ბიზნესიდეები
"ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც მკითხველს 2019 წლის ბიზნესიდეებს აცნობს. დღეს კიდევ ერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, რომელიც თვითდასაქმებასა და მცირე ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ. 

ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნესი სულ უფრო და უფრო მომგებიანი ხდება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ყავის აპარატები. მას უკვე თითქმის ყველგან შეხვდებით, რადგან ყავის გაყიდვა ზედმეტი და არამიზანშეწონილი თითქმის არსად არაა. 

აპარატის საშუალებით ყავის მომზადებას მცირე დრო და სჭირდება, არც მისი ღირებულება ჯდება მაღალი, თუმცა მოგებას კი საკმაოდ კარგად იძლევა. თუკი უკვე გაქვთ თუნდაც პატარა მარკეტი, დრო აღარ დაკარგოთ და ყავის აპარატი შეიძინეთ.

აპარატით ყავის მომზადებას რაიმე განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდება, ამიტომ მისთვის ცალკე თანამშრომლის აყვანაც არ დაგჭირდებათ. 

გარდა ამისა, თუკი შესაბამისი ინვესტიცია გაქვთ და თავდაპირველად დაბანდება შეგიძლიათ, ასევე შესაძლოა უშუალოდ ყავის აპარატების ბიზნესი დაიწყოთ. აუხსნათ ამა თუ იმ სავაჭრო ობიექტის მფლობელებს რამდენად მომგებიანია ყავის ასე გაყიდვა და აპარატი მიყიდოთ ან დროებით მიაქირაოთ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყავასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნესი უფრო და უფრო მომგებიანი ხდება, ამიტომ პატარა ყავის სახლის, ან ყავის მაღაზიის გახსნაც არ იქნებოდა ურიგო, თუმცა აპარატის ყავის ბიზნესი 2019 წლის იდეებს შორის მოხვდა და არც განსაკუთრებულ საწყის კაპიტანთან არის დაკავშირებული, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, თუკი აქამდე ბიზნესთან შეხება არ გქონიათ, დროა პირველი ნაბიჯი გადადგათ. 

გისურვებთ წარმატებას! 

თარიღი: 2019/07/01