ენერგიული და პროდუქტიული დილის მარტივი საიდუმლო
ბევრისთვის დილით ადრე ადგომა ნამდვილი ჯოჯოხეთია. აყენებენ მაღვიძარას და კოფეინის საშუალებით გამოფხიზლებას ცდილობენ.

წარმატებული ადამიანები დღეს ადრე ადგომით იწყებენ. ისინი ადრე დგებიან, ბევრი იოგითაა დაკავებული და ამის შემდეგ საუზმობენ. იმისთვის, რომ დილა ენერგიული და პროდუქტიული იყოს, რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ:

წესი 1. დილით ადრე ადგომა რომ შეძლოთ, აუცილებელია საღამოს 12-ზე მაინც დაიძინოთ. 7-8 საათი ადამიანმა გამოძინება უნდა შეძლოს;

წესი 2. მშვიდად ძილისთვის კვების რაციონი მნიშვნელოვანია. საღამოს მსუბუქად უნდა ივახშმოთ;

წესი 3. დილა ვარჯიშით დაიწყეთ და აუცილებლად ისაუზმეთ.

თუ ამ მნიშვნელოვან 3 წესს გაითვალისწინებთ, თქვენი დღე აუცილებლად ენერგიული და პროდუქტიული იქნება, რადგან სწორად ცხოვრების რეჟიმი განწყობაზე დადებითად მოქმედებს.

თარიღი: 2019/03/26