მთავრობა 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობისთვის 60 მილიონ ლარამდე გამოყოფს
საბავშვო ბაგა-ბაღების სიმცირე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი წინადადების წარდგენა იგეგმება, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ვერ წვდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მხოლოდ მიმდინარე წელს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობას დაიწყებს, რომლის განსახორციელებლადაც ჩვენ 60 მილიონ ლარამდე ინვესტიციას გამოვყოფთ. 

მცირე ზომის საბავშვო ბაღებისთვის, სადაც ბავშვთა რაოდენობა არ იქნება 50-ზე მეტი, თანხები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რაც შეეხება დიდ ბაღებს, ჩვენ ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ვისარგებლებთ. ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ჩვენი განათლების რეფორმის ნაწილია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

თარიღი: 2019/03/28