მსოფლიოს ქალაქები, სადაც სტუმრებს ყველაზე მეგობრულად ხვდებიან
მსოფლიოს რომელ ქალაქებში ხვდებიან ადგილობრივები სტუმრებს ყველაზე მეგობრულად? - ამის დასადგენად ჩატარებულ კვლევაში 5 მილიონამდე ტურისტი გამოკითხეს

გამოკითხვის შედეგად კი ყველაზე სტუმართმოყვარე 5 ქალაქი გამოვლინდა. "ბიზნესპოსტი" აგრძელებს პარასკევის ტრადიციულ რუბრიკას მოგზაურებისა და ტურისტული კომპანიებისთვის დღეს სწორედ ამ ხუთ ქალაქს გაგაცნობთ:

სიმ რიპი, კამბოჯა 

                           

სიმ რიპი კამბოჯის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ქალაქს წარმოადგენს. სიმ რიპი მოგზაურების მოყვარულთათვის საკმაოდ ცნობილია. როგორც აღმოჩნდა, გარდა ყველაფერთან ერთად ტურისტებს აქ ადგილობრივების სტუმართმოყვარეობაც იზიდავს. 

                         

                         

კორკი, ირლანდია 

                        

კორკი ირლანდიის პროვინცია მუნსტერში მდებარე. ის საკმაოდ გამორჩეულია არქიტექტურითა და ლანდშაფტით. ამასთან, როგორც აღმოჩნდა აქაურები საკმაოდ მეგობრულებიც არიან და ტურისტებს კეთილგანწყობით ხვდებიან. 

                           

                           

დუბლინი, ირლანდია 
                            


ტურისტებს ირლანდიის დედაქალაქშიც წყალობენ. როგორც მოგზაურების მოყვარულთა გამოკითხვამ აჩვენა ამ მრავალმხრივ გამორჩეულ ქალაქ-საგრაფოში საკმაოდ სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. 

                            

                            

ჩარლსტონი, აშშ 

                             

სამხრეთ კაროლინის ქალაქი ჩარლსტონი შტატის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ამ ისტორიულ ქალაქში ძველი სახლები, ულამაზესი სანაპიროები და ბაღებია. აქ მოგზაურობას კი უფრო კომფორტულს ადგილობრივების მეგობრულობა და კეთილგანწყობა ხდის. ჩარლსტონი მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქებს სორის მეორე ადგილს იკავებს. 

                            

                            

გოლუეი, ირლანდია 

                            

როგორც ჩანს, ირლანდიაში სტუმრები ძალიან უყვართ, რადგან მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქების ხუთელში 3 სწორედ ირლანდიური მოხვდა და პირველზეც ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და ლამაზი ქალაქია. გოლუეი დასავლეთ ირლანდიაში, კონაქტის პროვინციაში მდებარეობს. გამოკითხული ტურისტების თქმით, გოლუეიში ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, როგორც აღმოჩნდა, აქ მოგზაურობისას მეგობრების ადგილობრივებთან დამეგობრებაც საკმაოდ მარტივია. 

                          

                          

წყარო: the telegraph

 

თარიღი: 2019/05/30