ინტერნეტმარკეტერების კონტროლის მექანიზმები
თუკი თქვენი ვებგვერდისთვის კონტრაქტით მუშაობს ინტერნეტმარკეტერი და მთელი სააგენტო, მაშინ იდეალურ შემთხვევაში, თქვენ უსაზღვროდ ბედნიერი ხართ გაყიდვებით, ინვესტიციები გაზრდილი რაოდენობით გიბრუნდებათ, ხოლო დინამიკის სანახავად ანგარიშზე უბრალოდ თვალის შევლება გჭირდებათ...

მაგრამ თუ ყველაფერი ასე იდეალურადაც არ არის, მაშინ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც სიტუაციის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

შეაფასეთ და მართეთ

„თქვენ მართავთ მხოლოდ იმას, რისი შეფასებაც და გაზომვაც შეგიძლიათ“. - ამის შესახებ გასულ საუკუნეში, ამერიკის მართვის სკოლის დამაარსებელმა, პიტერ დრუკერმა განაცხადა. იმედია, რომ დღეს მარკეტინგის ღირებულებისა და მნიშვნელობის შეხსენება საჭირო აღარაა.

მენეჯმენტის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენი შეფასების ეფექტურობაზე. ფრთხილად შერჩეული ინდიკატორების საშუალებით თქვენ ფრთხილად შეაფასებთ და დააჩქარებთ ინვესტიციების „დაბრუნების“ პროცესს. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ მიერ ჩადებული ფული მაქსიმალურ მოგებას მოგიტანთ.

როგორ ხდება საშუალო დონის ბიზნესის მოწყობა

მარკეტინგი საერთოდ არ განიხილება. უბრალოდ არსებობს პატარა საიტი, რომელსაც ძალიან ცოტა მომხმარებელი ჰყავს. ხშირად საიტის თავდაპირველი მონაცემები საერთოდ არ იცვლება. Excel-ში რაღაც დროდადრო ითვლება. ამ ყველაფერს, როგორც წესი, რადიკალური ნაბიჯი მოჰყვება ხოლმე - მარკეტერის შეცვლა ან ახალ სარეკლამო არხისთვის ფულის გამეტება. შემდეგ კი ყველაფერი ისევ ისე გრძელდება.

ანგარიში რეგულარულად ბარდება, თუმცა შეიცავს ზოგად ციფრებს, რომლებიც ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ „რაღაც კეთდება“. თუმცა როგორ მუშაობს სისტემა გაუგებარია. ასე რომ, სარეკლამო ბიუჯეტის მსგავსად, ფირმაც თითქმის სტატიკურია.

იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ მსგავსი შეცდომები, სასურველია შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:


შექმენით ავტომატური მართვის სისტემა, სადაც მონაცემები ნებისმიერ დროს  ხელმისაწვდომი იქნება, როგორც დირექტორისთვს, ისე მარკეტერისა და სპეციალისტებისთვისაც. ამ გზით, მარტივად შეძლებთ მარკეტინგის მუშაობის შეფასებას და ნახავთ, ანგარიში რამდენად უზრუნველყოფს სწრაფ პასუხს მნიშვნელოვან კითხვებზე...

ნებისმიერი პრობლემა უნდა იყოს აშკარა და შესამჩნევი, რათა მალევე მოხდეს მისი აღმოფხვრა. წარუმატებლობის შემთხვევაში კი გაარკვიეთ, რომელი სარეკლამო კომპანია ფლანგავს თქვენს ფულს. არ მისცეთ ოპონენტს ასე მარტივად გამარჯვების საშუალება!

ანალიტიკოსების შეცვლის შემდეგ, ჩვენ ხარჯების ოპტიმიზებას ვცდილობთ: ვასრულებთ კამპანიას, არაეფექტურ რეკლამებს თუ მომსახურებას ვაუქმებთ და ბიუჯეტს გონივრულად ვანაწილებთ.

ვისზე ვყიდით - ვაანალიზებთ წამყვანი სარეკლამო არხების ღირებულებას, ვარჩევთ სამიზნე აუდიტორიას, ვმუშაობთ შთაბეჭდილების „პარამეტრებით“;

როგორ ვყიდით- ამას განვსაზღვრავთ მომხმარებლის მიხედვით, რა თქმა უნდა, ვიყენებთ რეკლამას;

რას ვყიდით- მოვახდენთ საიტის ტრანსფორმაციას...

„მარტივი გაუმჯობესებისა“ და ინდიკარორების მონიტორინგის პერიოდის გავლის შემდეგ, შეგიძლიათ გრძელვადიანი მიზნები დაისახოთ (3-6-12 თვე)...

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ვებსაიტის რეკლამირებაში ინვესტირებას ხარისხიანი ანალიტიკის გარეშე ახდენთ, თქვენ უბრალოდ ფულს კარგავთ...

ინვესტიციების სამართავად და მარკეტერებთან ერთ ენაზე სასაუბროდ საჭიროა მარტივი და ინფორმაციული ანგარიში, რომელიც ყოველთვის ხელში უნდა გქონდეთ. ხოლო, თუ თქვენს მარკეტერს ან კონტრაქტორს არ შეუძია ამგვარი ანგარიშის წარდგენა, იპოვეთ სხვა. თქვენი ამოცანა გადაწყვეტილებების მიღებაა და არა ანგარიშების გაგების მცდელობა.

ყველაფერთან ერთად კი არ დაგავიწყდეთ, თქვენი მიზნები და ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის ახალი გზების ძიება.

წყარო: Harvard Business Review 

თარიღი: 2019/03/29