"თეძამის წყალსაცავზე" 500-მდე საქართველოს მოქალაქე დასაქმდება
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "თეძამის წყალსაცავის" პრეზენტაცია გამართა. მან პროექტი მოსახლეობას წარუდგინა და აღნიშნა, რომ წყალსაცავის მშენებლობისას 71 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 500-მდე ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდება.

"პროექტში განვახორციელებთ 71 მილიონი ლარის ინვესტიციას, სადაც 500-მდე ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდება. ასეთი პროექტი გააუმჯობესებს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ამავე დროს, დაგვეხმარება საქართველოში ინკლუზიური ზრდის მიღწევაში. ჩვენი ეკონომიკის მთავარი პრიორიტეტი სიღარიბის დაძლევაა. ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო სოფლად წარმოდგენილი ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება იმისათვის, რომ ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად გადავაქციოთ", - განაცხადა პრემიერმა.

თარიღი: 2019/03/29