3 მიზეზი, რის გამოც ჯეფ ბეზოსი ასეთი პროდუქტიულია
„ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. შესაბამისად, მას უამრავი შეხვედრა და საქმე აქვს, რაც დროის სწორად გადანაწილებას ითხოვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯეფ ბეზოსის დღის რუტინა სხვაგვარია:

მას საკმარისად სძინავს

სპეციალისტების თქმით, საკმარისი ძილი ადამიანისთვის საშუალებაა, რომ უკეთესად იაზროვნოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. ბეზოსი სწორედ ამ სწავლებას მიყვება. მას სრული 8 საათი სძინავს. „შედეგად, უკეთესად ვაზროვნებ, უკეთეს განწყობაზე ვარ და მეტი ენერგია მაქვს"- ამბობს ის.

ის დილის 10 საათამდე შეხვედრებს არ გეგმავს

ნაცვლად ამისა, ჯეფ ბეზოსი დილის 10 საათამდე მიირთმევს ყავას, ეცნობა გაზეთებს და თამაშობს გოლფს. მისი აზრით, საქმიანი შეხვედრების დრო სწორედ დილის 10 საათიდან იწყება და არა უფრო - ადრე.

ის დღეში მხოლოდ რამდენიმე გადაწყვეტილებას იღებს

ბეზოსის თქმით, მნიშვნელოვანია ხარისხიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც რაოდენობის ზრდასთან ერთად იკლებს. ამიტომ ის დღის განმავლობაში მხოლოდ მცირე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ის სწრაფად არ იღებს გადაწყვეტილებებს. პირიქით, ჯეფ ბეზოსი ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

თარიღი: 2019/04/01