"ბუნების სასწაულები" - მსოფლიოს უჩვეულო ადგილები
"ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას მოგზაურებისა და ტურისტული კომპანიებისთვის. ჩვენ მის ფარგლებში რამდენიმე პუბლიკაციის წინ "ბუნების სასწაულების" პირველი ნაწილი გაგაცანით და დღეს კი მსოფლიოში არსებულ, ბუნებრივი სილამაზის მქონე კიდევ რამდენიმე უჩვეულო ადგილს გაგაცნობთ: 

წყალქვეშა მდინარე, მექსიკა

                             

დიახ, არ მოგესმათ. მექსიკაში,  არც მეტი არც ნაკლები წყალქვეშა მდინარე მდებარეობს. შესაძლოა, თქვენ თავიდან იფიქრეთ, რომ საუბარი წყალქვეშა დინებაზე უნდა ყოფილიყო და საქმე მექანიკურ შეცდომასთან გქონდათ, თუმცა გეოგრაფებისთვის ეს ტერმინი უცხო არაა. მეცნიერები წყალქვეშა მდინარის არსებობას შავი ზღვის ქვეშაც ვარაუდობდნენ, თუმცა ის დინება აღმოჩნდა. მექსიკაში კი, იუკატანის ნახევარკუნძზე, წყლის ქვეშ არსებობს მდინარე, რომელიც კირქვის დაშლის შედეგად წარმოიქმნა, წყალბადის სულფატი უერთდება მარილიან წყალს, რის გამოც წყალი უფრო მყარი ხდება, რაც მის ქვეშ დინებას წარმოქმნას უწყობს ხელს. 

შოკოლადის მთები, ფილიპინები 

                           

ასე უწოდებენ ფილიპინებში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილს. მის სანახავად საკმაოდ ბევრი ტურისტი ჩადის. "შოკოლადის მთები" სინამდვილეში კირქვაა, რომელსაც შოკოლადის ფერი შეფერილობა მშრალი სეზონის გამო ეძლევა. 

მარმარილოს ტაძარი, ჩილე-არგენტინა  

                             
                


არგენტინა-ჩილეს საზღვარზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბა -  Lago Buenos Aires მდებარეობს. ის ყინულოვანი ტბაა და მის უნიკალურობას მასში არსებული გეოლოგიური წარმონაქმნები განაპირობებს, კერძოდ, მარმარილოს ქვაბულის ლაბირინთები. ის კირქვისგან არის შექმილი, თუმცა მზის სხივების სხვადასხვა კუთხით დაცემისა და შემდეგ წყალში არეკვლის გამო ცისფერ ფერს იღებს და მარმარილოსგან აგებულის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მეცნიერების ვარაუდით, სიღრმეში მართლა შეიძლება იყოს მარმარილოს სვეტები, თუმცა ადამიანს იქ ჯერ არ დაუდგამს ფეხი. არგენტინა-ჩილეს საზღვარზე მდებარე ეს შთამბეჭდავი სანახაობა ტურისტების დიდ მოწონებას იმსახურებს, მას ყოველწლიურად უამრავი მოგზაური ნახულობს, რომლებიც ძირითადად სამ ნაწილს - ტაძარს, გამოქვაბულს და სამრეკლოს სტუმრობენ. 

 

 

 

თარიღი: 2019/04/05