აშშ-ს სავაჭრო ტარიფებს თურქეთიც უწესებს
აშშ-ს სავაჭრო ტარიფებს თურქეთიც უწესებს. ანკარამ ამერიკას 267 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელზე 25%-იანი სავაჭრო ტარიფები დაუწესა. 

თურქეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტარიფები ქვანახშირს, ქაღალდს, კაკალს, თამბაქოს, ბრინჯს, ვისკსა და ავტომანქანებს შეეხება.

აშშ-ს საპასუხო ტარიფები ევროკავშირმა, კანადამ, მექსიკამ და ჩინეთმა უკვე დაუწესეს. 

 

თარიღი: 2018/06/21