BUSINESS INSIDER-ი პოპულარ „სტარტაპებს“ აქვეყნებს, რომლებშიც ინვესტიციები ცნობილმა ადამიანებმა განახორციელეს
Business Insider-ი პოპულარ „სტარტაპებს“ აქვეყნებს, რომლებშიც ინვესტიციები ცნობილმა ადამიანებმა განახორციელეს.

Casper-ი ონლაინმაღაზიაა, რომელიც ლეიბებს, ზეწრებს, ბალიშებსა და ძაღლის საწოლებს ყიდის. 

მაღაზიის ინვესტორები არიან: 50 ცენტი, კევინ სპეისი, ადამ ლევინი, ლეონარდო დიკაპრიო და სხვები.

Stance ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდებს ყიდის. Stance NBA-ის ოფიციალური პარტნიორი იყო 2015-2016 და 2016-2017 წლების სეზონებზე.  Stance-ის ინვესტორები არიან: უილ სმიტი, ჯეი-ზი და სხვები.

Quip-ი ონლაინმაღაზიაა, რომელიც მომხმარებლებს კბილის ელექტროჯაგრისებს სთავაზობს. მისი ინვესტორი დემი ლოვატოა.

Thrive Market-ი ამერიკული ონლაინმაღაზიაა, რომელიც ნატურალურ და ორგანულ პროდუქტებს ყიდის, მათ შორის, ქოქოსის ზეთს, პომიდვრის სოუსს, ზეითუნის ზეთსა და სანელებლებს.

ცნობილ ინვესტორებს შორის დემი მური და ჯონ ლეჯენდიც არიან.

Suja Juice ორგანული წვენების კომპანიაა, რომელიც ხილის წვენსა და დასალევ ძმარს აწარმოებს. მისი ინვესტორები სოფია ვერგარა, ლეონარდო დიკაპრიო და ჯარედ ლეტო არიან.

BloomThat-ი ყვავილების მაღაზიაა, რომელსაც აშშ-ში თაიგულების მიტანის სერვისი აქვს. მაღაზიის ინვესტორები ეშტონ კატჩერი, ბარონ დევისი და ჯო მონტანა არიან.

 

თარიღი: 2018/06/21