„გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება"
მე გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემზუგდიდში, მერის რიგგარეშე არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„მე ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიის შესახებ. მინდა სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ გითხრათ, როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ანაკლია შედგეს - მე გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება. შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ავტორი:
თარიღი: 2019/04/06