პირველი ქართული ელექტრომობილი 2020 წელს შეიქმნება
„უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები", - ამის შესახებ თბილისში, აბანოთუბანში, ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფ aigroup-ის პრეზენტაციისას პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა:

„ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება. ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება. მე მინდა ქუთაისელებს მივულოცო. ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50 % განკუთვნილი იქნება შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 000 ავტომობილი ევროკავშირში ექსპორტზე იქნება გატანილი. ეს არის უდიდესი წარმატება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თარიღი: 2019/04/07