შესაძლებლობა, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ - 2019 წლის ბიზნესიიდეები
"ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც მკითხველს 2019 წლის ბიზნესიდეებს აცნობს. დღეს კიდევ ერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, რომელიც თვითდასაქმებასა და ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ - ესაა საკვები პროდუქტების ადგილზე მიტანის სერვისი. 

ბოლო წლებში ეს სერვისი ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. განსაკუთრებით ბევრი გამოძახება ოფისებიდანაა, რაც ბუნებრივიცაა,  თუმცა მსგავს სერვისს სახლებშიც ხშირად იძახებენ. ყველაზე პოპულარული მაინც პიცის გამოძახება რჩება, თუმცა სწრაფი კვების ობიექტებისა და რესტორნების მზა კერძებიც მოთხოვნადია. 

გარდა მზა საკვებისა, თქვენს სერვისს შეგიძლიათ დაამატოთ სუპერმარკეტიდან პროდუქტების ადგილზე მიტანა. ეს მიმართულება არც თუ ისე დიდი ხანია რაც არსებობს და ფეხს ბოლო წლებში იდგამს. გასულ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე აქტიურად ამ მომსახურებას ბრიტანელები იყენებებნ

​ამ ბიზნესის დასაწყებად თავდაპირველად დიდი კაპიტალი არ გჭირდებათ, რადგან შესაძლოა, კურიერად ისეთი თანამშრომლები აიყვანოთ, რომლებიც შეკვეთის მიტანას საკუთარი ტრანსპორტით შეძლებენ. ეს კი დიდი ხარჯს აგაცილებთ, რაც ბიზნესის საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. 

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ გამართული აპლიკაცია, კვალიფიციური ოპერატორები და მარკეტოლოგები, რომლებიც სარეკლამო კამპანიას დაგიგმავანენ. ამ სფეროში სწორი მარკეტინგი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ბევრი პარტნიორი გყავდეთ, ამიტომ იყავით მაქსიმალურად კომუნიკაბელური ყველა კომპანიასთან და გამოიყენეთ თქვენი კონტაქტები. 

კარგად გაანალიზეთ თქვეი შესაძლებლობები, ჩამოაყალიბეთ ბიზნესგეგმა და თუკი დარწმუნდებით, რომ რისკი გამართლებულია, მაშინ მეტი აღარ იფიქროთ. 

გისურვებთ წარმატებებს! 

თარიღი: 2019/04/08