4 დეტალი, რაც ბიზნესს წინ სწევს
ყველა მეწარმისთვის დგება პერიოდი, როცა ხედავს, რომ მისი ბიზნესი ისე აღარ ვითარდება, როგორც ელოდა. ბიზნესგამოცემა Inc-ის მიხედვით, ამ დროს საჭიროა შემდეგი ნაბიჯები:

1. უფრო სწრაფად იმოქმედეთ

ბაზრისთვის, რომელზეც შეხვედით, მთავარია ტენდენციების აყოლა. მომხმარებელს ყველაფერი სურს არა დღეს, არამედ - გუშინ. დაიხმარეთ სპეციალისტები, რათა ბაზრის მოთხოვნებს უფრო სწრაფად მიჰყვეთ.

2. მეტად მოტივირებული თანამშრომლები აიყვანეთ

კვლევების მიხედვით, თანამშრომელთა დიდი ნაწილი საქმეში ენთუზიაზმით ჩართული არ არის. კომპანიას კი გაზრდისთვის მოტივირებული კადრები სჭირდება. გააკეთეთ აქცენტი ამაზე.

3. დაისახეთ მაღალი მიზნები

სწორედ ეს ავითარებს ბიზნესს - ახალი გამოწვევები. დაისახეთ მაღალი მიზნები თანამშრომლებთან ერთად და მიჰყევით მათ პრინციპულად.

4. გახდით უფრო მოქნილი

მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია როგორც პრინციპულობა, ასევე - მოქნილობა. დაინახეთ, რა აფერხებს ბიზნესს და გადადით სხვა, უფრო მისაღებ მოდელზე.

თარიღი: 2019/04/10