კაცობირობის ისტორიაში პირველად ასტროფიზიკოსებმა შავი ხვრელის ფოტო წარადგინეს
დღეს, კაცობირობის ისტორიაში პირველად ასტროფიზიკოსებმა შავი ხვრელის ფოტო წარადგინეს. მასზე თითქმის 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა თანავარსკვლავედს ოთხ კონტინენტსა და ექვს მთაზე განთავსებული ობსერვატორიებიდან სწავლობდნენ.

შავი ხვრელი კოსმოსში შთანთქავს სინათლეს და ნებისმიერ ციურ სხეულს, რომელიც მასთან ახლოს აღმოჩნდება. მისი წარმოშობის მიზეზი დაზუსტებული არ არის.

უპრეცედენტო ფოტოსთან დაკავშირებული პრესკონფერენცია ერთდროულად ვაშინგტონში, ბრიუსელში, სანტიაგოში, შანხაიში, ტაიბეისა და ტოკიოში მიმდინარეობდა.

თარიღი: 2019/04/10