XIAOMI ჩინელი სტუდენტებისთვის საოცნებო სამუშაო ადგილია
ტელეფონების მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანია - Xiaomi,  როგორც აღმოჩნდა, ჩინელ სტუდენტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

firm Universum-ის კვლევის თანახმად, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იმ კომპანიების სათავეში, სადაც მუშაობის დაწყება სტუდენტებს ყველაზე მეტად უნდათ Xiaomi აღმოჩნდა. კვლევის ფარგლებში 55, 000 სტუდენტი გამოიკითხა.

IDC-ისა და Canalys-ის კვლევის მიხედვით, Xiaomi ევროპაში Samsung-ის, Apple-ისა და ჩინური  Huawei-ს შემდეგ, სმარტფონების მეოთხე უმსხვილესი კომპანიაა. წინა კვარტალში ევროპაში კომპანიამ 2.4 მილიონი ტელეფონი გაყიდა. შედარებისთვის, Samsung-მა 15.2მლნ, Apple-მა 10.2 მლნ, ხოლო Huawei-მ 7.4 მლნ სმარტფონი გაყიდა.

თარიღი: 2018/06/21

სხვა პუბლიკაციები