გიორგი ქობულია: „მცირე რაოდენობის გაზს შემოვიტანთ რუსეთიდან“
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, რუსეთიდან მცირე რაოდენობის გაზს შემოვიტანთ. 

ამის შესახებ ქობულიამ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების და შესაბამისად, რუსეთიდან გაზის იმპორტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„როგორც ვთქვით, „გაზპრომთან“ ხელშეკრულება გაფორმებულია და მცირე რაოდენობის გაზს შემოვიტანთ რუსეთიდან“, - განაცხადა ქობულიამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტი პირობები საქართველოსთვის გაუმჯობესდა. 

ცნობისთვის: პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას ინფორმაციით, საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტის შესახებ დამატებით ინფორმაციას პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროსგან აპრილის განმავლობაში ელოდება.

თარიღი: 2019/04/11