Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
ინტეგრირებული ელექტრონიკის კორპორაცია (Intel), რომელიც მიკროპროცესორებისა და ინტეგრირებული ლოგიკური პანელების დიზაინითა და წარმოებითაა ცნობილი, აღმასრულებელი დირექტორის გარეშე დარჩა.

ბრეინ კრზანიჩი მას შემდეგ გადადგა, რაც კომპანიამ მისი და Intel-ის თანამშრომლის წარსულ კონსენსუალურ ურთიერთობაზე შეიტყო. კომპანიას საბჭოს წარმომადგენლმა მის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ Intel-ის ღირებულებებისა და ქცევის კოდექსის პატივისცემა ყველა თანამშრომელს მოეთხოვება.

როგორც ცნობილია, დროებითი აღმასრულებელი დირექტორის პოსტს მთავარი ფინანსური დირექტორი - რობერტ სუანი დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია მეორე კვარტალში, წინასწარი პროგნოზირებით, $16.9 მილიარდის შემოსავლის მიღებას ელოდება.

თარიღი: 2018/06/22