8 რჩევა, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ
მიზნის მიღწევა ადვილი არ არის და ზოგადად ცხოვრებაში მზამზარეულად არაფერი მოგვდის. რის გაკეთებაც არ უნდა გვინდოდეს, აუცილებელია მუდმივი მცდელობა და სვლა მიზნისკენ.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ?

1.ფოკუსირება ვალდებულებაზე და არა მოტივაციაზე

თუ ვალდებულებას იგრძნობთ, მოტივაციაც აუცილებლად გაგიჩნდებათ;

2.ეძიეთ ცოდნა და არა შედეგები

თუ ფოკუსირებული იქნებით რაღაც ახალის აღმოჩენაზე, უნარების გაუმჯობესებაზე და ცოდნის მიღებაზე, თქვენი მოტივაცია გაიზრდება.

3.გახადეთ მოგზაურობა სახალისო

მთავარია მოგზაურობით სიამოვნება მიიღოთ, ცოდნა და გამოცდილება დააგროვოთ;

4.მოიშორეთ უაზრო ფიქრები

ფიქრები გრძნობებზე გავლენას ახდენს. თავში ბევრი ფიქრი გვიტრიალებს, ამიტომ მნიშვნელოვანია აქცენტი დადებითზე გავაკეთოთ;

5.გამოიყენეთ წარმოსახვა

მას შემდეგ, რაც უარყოფით ფიქრებს მოიშორებთ, წარმოსახვა გამოიყენეთ. დადებითი ფიქრებისა და წარმოსახვის წყალობით, დადებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ;

  1. სხვებს ადვილად ნუ ენდობით
ნუ ელოდებით, რომ სხვები თქვენთვის ისე რამეს გააკეთებენ. ყველას თავისი საჭიროება აქვს. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული;

7.გეგმა

გახსოვდეთ, რომ 3 ნაბიჯის გადადგმაა მნიშვნელოვანი. როდესაც კვირის გეგმას ადგენთ, ჩაიწერეთ რას, როდის და როგორ გააკეთებთ;

8.ნუ გადაიღლებით

როდესაც მოტივაცია გაქვთ, გსურთ, რომ ბევრი იმუშაოთ. თავს არ ზოგავთ და თქვენთვის დასვენება არ არსებობს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ მიზნის მიღწევა და საქმის ბოლომდე მიყვანა გსურთ, არ უნდა „გადაიწვათ“. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.

თარიღი: 2019/04/11