„ანაკლიის კონსორციუმმა თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს"
კონსორციუმმა თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ "რუსთავი 2"–თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება:

„იქნება შეხვედრა. ჩვენ მზად ვართ. ძირითადი საკითხი იქნება ტვირთების გარანტია და კრედიტორების გარანტიის საკითხი. აქ არის რა თქმა უნდა ლაპარაკი იმაზე, რომ კონსორციუმმა თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს და ამაზეც იქნება ლაპარაკი. კონსორციუმის ძირითადი პირობა არის საკუთარი კაპიტალის 100 მილიონ დოლარამადე შეგროვების საკითხი და ამასთან დაკავშირებით დასაბუთების წარმოდგენა, რომ ეს პირობა შესრულებულია", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თარიღი: 2019/04/14