როგორ ავიცილოთ შეცდომები ბიზნესში
ორი დიდი შეცდომა ბიზნესში არის - ბაზრის კვლევის უარყოფა და მზადყოფნის არარსებობა. მაგრამ თუ გსურთ ამ და სხვა შეცდომების არიდება,  უნდა მიჰყვეთ შემდეგ რჩევებს, რომლებსაც ბიზნესგამოცემები გვიზიარებენ:

1. კომპანიას გრძელვადიანი ხედვა უნდა ჰქონდეს - ნუ იქნებით ორიენტირებული სწრაფ მოგებაზე. გაიხედეთ წინ და დასვით კითხვა - სად იქნება თქვენი ბიზნესი 10 წლის შემდეგ? ამის მიხედვით დაგეგმეთ საქმე.

2. გაუმართავი მიზნები და ამოცანები დაუშვებელია - თუ თქვენ ზუსტად არ გაქვთ ჩამოყალიბებული რა გსურთ და მხოლოდ ზოგადად მიყვებით გეგმას, ეს ყველგან, მითუმეტეს კი ბიზნესში სასიკვდილო შეცდომაა.

3. გაიგეთ მომხმარებელს რა სურს - ბიზნესის არსიც სწორედ ეს არის - სერვისი, რომელიც მომხმარებელზეა ორიენტირებული. თუ თქვენ ვერ გაიგებთ მომხმარებელს რა სურს, ეს ბიზნესს ჩიხში შეიყვანს.

4. შეაფასეთ კონკურენტები - შეაფასეთ და დააფასეთ ისინი. მათ გარეშე მიზნებს ვერ მიაღწევთ. ასევე - მათი შეფასების გარეშე.

5. სწორად დაგეგმეთ ფინანსები - ზუსტად განსაზღვრეთ რაში რამდენს და რატომ ხარჯავთ. ფინანსური კრიზისი ბიზნესის შეჩერების ყველზე ხშირი მიზეზია.

6. იყავით ძლიერი ხელმძღვანელი - ან დაიქირავეთ ის, ვინც გუნდს კარგად მართავს. ბიზნესს ძლიერი მმართველი სჭირდება.

7. იყავით მოქნილი - უნდა შეგეძლოთ ცვლილებები, რადგან ბიზნესი ფაქტობრივად ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ხშირად გეგმების შეცვლა ესაჭიროება.

თარიღი: 2019/04/15