შანსი, რომელიც ყველას აქვს - 2019 წლის ბიზნესიიდეები
"ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც მკითხველს 2019 წლის ბიზნესიდეებს აცნობს. დღეს კიდევ ერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, რომელიც თვითდასაქმებასა და ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ. ზოგადად, ბოლო პერიოდში ტურისტული ბიზნესი მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გიდებისა და გამყოლების მიმართულება. ამა თუ იმ ქვეყანაში ჩასულ ტურისტებს, მით უმეტეს მაშინ თუ კონკრეტული კომპანიის სერვისით არ სარგებლობენ, ხშირად სჭირდებათ გიდები. 

ამ ბიზნესის წამოწყება სირთულესთან არაა დაკავშირებული და არც განსაკუთრებული კაპიტალი სჭირდება. თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე ადამიანი, ვინც ქვეყნის ისტორიაში, გეოგრაფიაში და კულტურაში ერკვევა. ასევე შესაძლებელია მუზეუმებთან გააფორმოთ კონტრაქტი.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დაგჭირდებათ მით უმეტეს თავდაპირველად, არის კარგი რეკლამა და სწორი პიარი. დღესდღეობით სოციალური ქსელი მსგავსი ბიზნესის გასავითარებლად კარგ შესაძლებლობებს იძლევა და თქვენს პირველ რიგსი სწორედ ამ პლატფორმაზე უნდა გახდეთ პოპულარული. 

გისურვებთ წარმატებას! 

თარიღი: 2019/04/15