რა გავაკეთოთ თუ სამსახურში უბედურები ვართ
მოგწონთ სამსახური? - არა? გამოდის, რომ ფულის გამო ხართ სამსახურში. თუ იძულებული ხართ დარჩეთ და იმუშაოთ, გეგმა უნდა შეიმუშაოთ - „როგორ უნდა გავხადოთ სამსახური პოზიტიური“.

1.პირველ რიგში მნიშნელოვანია რაღაც პოზიტიურის დანახვა. ყოველთვის განვითარებაზე უნდა იფიქროთ. კონცენტრირებას მხოლოდ ერთი მიმართულებით ნუ მოახდენთ. განვითარდით სხვადასხვა მიმართულებით და შეიძინეთ ახალი უნარები;

2.როდესაც სამსახური ძალიან მოსაწყენია, მაგრამ ფულის გამო გიწევთ მუშაობა, გახადეთ ის მრავალფეროვანი. გამოიჩინეთ ინიციატივა, რომელიც არამარტო თქვენთვის, არამედ თქვენი კოლეგებისთვის და კომპანიისთვისაც სასარგებლო იქნება;

3.სამუშაო გარემოზე დადებითად მოქმედებს თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა. კარგი იქნება თუ სამსახურის შემდეგ თანამშრომლებს მეგობრულ გარემოში შეხვდებით და დაუახლოვდებით. მათთან კარგი ურთიერთობა სამსახურში მოსაწყენ სამუშაო რუტინასთან შეგუებას გაგიადვილებთ

თარიღი: 2019/04/15