ქართული ბიზნესი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისათვის 10 000 ევროს გაიღებს
15 აპრილს საღამოს 18:50-ზე პარიზში გაჩენილმა ხანძარმა ცხრასაუკონოვანი ისტორიის მქონე ღვთიმსშობლის ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს თუ როგორ იწვოდა კათოლიკური ეკლესიისა და მსოფლიო მემკვიდროების ძეგლი. 
ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ეროვნული კამპანია დაიწყო. 

ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანია LVMH ის ჯგუფის მმართველმა პარტნიორმა და CEO-მ ბერნარ არნომ განაცხადა, რომ მისი ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $91.7 მილიარდს შეადგენს. ბერნარ არნოს LVMH აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Dior, Bulgari, Celine & Louis Vuitton. 

ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ფრანგმა, კომპანია Kering-ის მფლობელმა, ფრანსუა ანრი პინომ უკვე განაცხადა, რომ ტაძრის აღდგენის ფონდში სულ მცირე 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. პინოს კომპანიას “ბალენსიაგას”, “გუჩის”, “ალექსანდრ მაკქვინისა” და “ივ სენ ლორენის” ბრენდები ეკუთვნის. 

Forbes Geprgia-ს ინფორმაციით, საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც უერთდება. ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი “კ და ქართული სპირტები” ძეგლის აღსადგენად €10,000-ს გადარიცხვას გეგმავს.

თარიღი: 2019/04/16