ამასთან, სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 650 143 876 ლარს შეადგენს, მათ შორის: ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 002 514 144 ლარის მოცულობის დეპოზიტები; უცხოურ ვალუტაში – 647 629 732 ლარის ეკვივალენტი.
კომერციული ბანკების მიერ დეპოზიტების დაზღვევის ფონდში მიმდინარე წლის იანვარში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 1 319 587.89 ლარი შეადგინა.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 23 904 154 457 ლარს შეადგენდა.
2018 წლის დეკემბერში საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 750 345 861 ლარს შეადგენდა.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კანონი საქართველოში 2017 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა.