აზიის განვითარების ბანკი "კრედო ბანკს" 60 მილიონი ლარის სესხსა და 500 000 დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარების გრანტს გამოუყოფს
აზიის განვითარების ბანკი (ADB) "კრედო ბანკს" 60 მილიონი ლარის (22.3 მილიონი აშშ დოლარი) სესხსა და 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარების გრანტს გამოუყოფს ახალი სამომხმარებლო პროდუქტების შესაქმნელად. 

როგორც ADB–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფინანსური ხელშეწყობა სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრები დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება. 

"სესხები ლარში გაიცემა და ასევე გაამყარებს ეროვნულ ვალუტას, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებისა და ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საკრედიტო რისკების შემცირებას ემსახურება", – აღნიშნულია ADB–ის პრესრელიზში. 

თარიღი: 2019/04/18