გიორგი ქობულიას გადადგომას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს", -  ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით,  ქობულია თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
 
„ამასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ, მიმართოთ“, – განუცხადა დღეს  ქობულიამ ჟურნალისტებს. 
 
გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.
თარიღი: 2019/04/18