რამდენიმე რჩევა ცნობილი ბიზნესმენებისაგან
შთაგონება ნებისმიერ საქმეში მნიშვნელოვანია. როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, წარმატების მიღწევაში მსოფლიოში ცნობილი მილიონრების რჩევები შესაძლოა გადამწყვეტი ბიძგი აღმოჩნდეს ახალბედა ბიზნესმენისათვის. გთავაზობთ რამდენიმე ასეთი ბიზნესმენის საინტერესო რჩევებს.

  • სტივ ჯობსი
„ლიდერები მუდმივად ფიქრობენ ახალ შესაძლებლობებზე, რათა უკეთესი გახადონ საკუთარი ბიზნესი, ნუ შეიზღუდავთ ფანტაზიებს და ნუ დამალავთ საკუთარ იდეებს. გააჟღერეთ იდეა და დაისახეთ მიზანი, იყოლიეთ გუნდი, რომელიც თქვენს ნებისმიერ წამოწყებას მოიწონებს და ხორცს შეასხამს.“

  • მარკ ცუკერბერგი
„რისკზე წასვლა არ არის ყველაზე დიდი რისკი. მსოფლიოში, რომელიც მუდმივად ვითარდება, ერთადერთი უნივერსალური სტრატეგია არის რისკზე წასვლა. ფეისბუკი არ იქნებოდა დღეს ასეთი მოთხოვნადი, რომ არა რისკი, რადგან მისი დაარსების დროს ამგვარი ინოვაციური სოციალური ქსელი წარმოუდგენელი და უპერსპექტივოცკი ჩანდა.“

  • ლარი პეიჯი
„თუ თქვენ ცდილობთ სამყაროს შეცვლას, თქვენ მუშაობთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ასე რომ, უნდა გაიღვიძოთ ყოველ დილით მოტივირებულმა.

ჩემს კომპანიაში ყოველდღიური პოზიტიური ცვლილებები უფრო მეტ მხნეობას მაძლევს დილით გაღვიძებისას, ვიდრე ფინჯანი ყავა. მაშინაც კი, როდესაც ისე აქტიურად აღარ მუშაობთ თქვენი კომპანიისთვის, მასში მიმდინარე თითოეული დადებითი ცვლილება დიდ მოტივაციას გამოიწვევს თქვენში.“

  • მეგ უაითმენი
„მე ყოველთვის ვარჩევ სწორ თანამშრომელს, რომელიც პრობლემების მოგვარებაში დამეხმარება.“

მეგ უაითმენმა იცის, თუ როგორი თანამშრომელი სჭირდება, რათა ჰქონდეს იმედი და რწმენა, რომ მის კომპანიაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოკლე დროში სწორად მიიღება.

„თქვენ არ უნდა იყოთ სამყაროს მხსნელის როლში, საჭიროა გყავდეთ გუნდი, რომლის იმედიც გექნებათ და რომელიც გახდება თქვენი კომპანიის წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი.“

თარიღი: 2019/04/19