როგორ გამოიმუშავებენ რიგითი მეწარმეები პირველ მილიონს
არსებობს მოსაზრება, რომ პირველი მილიონის გამომუშავებაა ყველაზე რთული. სწორედ ამიტომ, ამ გზას, რომელიც წარმატებულმა მეწარმეებმა უკვე გაიარეს, Inc გვიზიარებს:

1. მუდმივად განვითარდით

გამოცდილი ბიზნესმენები ამბობენ, რომ საქმის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზია ცოდნის ნაკლებობა. თუ ფეხდაფეხ არ მიჰყვებით იმ სფეროს გამოწვევებს, სადაც ბიზნესი დაიწყეთ და მუდმივად არ სწავლობთ, პირველი მილიონის გამომუშავება გართულდება.

2. კომუნიკაცია მნიშვნელოვანია

აუცილებელია მხრდამჭერები, მეგობრები, მრჩეველები... თუნდაც, კონკურენტები, რომლებიც გაიძულებენ სწორ გზაზე დადგეთ. სწორედ ამიტომ ჰყავს ჰარვარდს ამდენი წარმატებული მეწარმე - ქმნის სივრცეს, სადაც ყველა საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას აზიარებს. მოძებნეთ პარტნიორები.

3. აქცენტი გააკეთეთ თქვენ სიძლიერეზე და არა - სურვილზე

ალბათ ხშირად გესმით, რომ მნიშვნელოვანია ის, რაც გსურთ. სინამდვილეში, მნიშვნელოვანია ის, რაშიც ძლიერი ხართ. აქცენტი გააკეთეთ თქვენ შესაძლებლობებზე და იმ სიძლიერეზე, რაც გაქვთ. ამით მიაღწევთ წარმატებას.

თარიღი: 2019/04/22