შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გაუშვათ - 2019 წლის ბიზნესიდეები
"ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც მკითხველს 2019 წლის ბიზნესიდეებს აცნობს. დღეს კიდევ ერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, რომელიც თვითდასაქმებასა და ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ. კერძოდ, ესაა საკონსულტაციო ფირმა. 

ბოლო წლების კვლევებმა ცხადყო, რომ ბიზნესის ეს მიმართულება საკმაოდ მოთხოვნადი და სწრაფად ზრდადია. შესაბამისად, 2019 წლის ბიზნესსიდეებშიც მოხვდა. 

საკონსულტაციო ფირმა შესაძლოა, ერთი კონკრეტული მიმართულებით გახსნათ, თუმცა თუკი რესურსი საშუალებას მოგცემთ, გირჩევთ, რომ ის მრავალ სფეროს მოიცავდეს. ხოლო თუკი თავდაპირველად სხვადასხვა სფეროს ვერ შეძლებთ, მცირედით დაიწყეთ, თუმცა დროთა განმავლობაში მის გაფართოებაზე და სხვა მიმართულებების ცდაზეც აუცილებლად უნდა იფიქროთ. 

საკონსულტაციო ფირმას პირველ რიგში დასჭირდება გამოცდილი და კვალიფიციური კადრები. გახსოვდეთ, რომ მსგავსი ტიპის ბიზნესში თავდაპირველად დაშვებული მცირედი შეცდომაც კი შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს. ამიტომ მაქსიმალური რესურსი ჩადეთ კადრების სწორად შერჩევაზე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტები და მომავალ კლიენტებთან სწორი კომუნიკაცია, ამიტომ მარკეტინგისა და PR-ის განყოფილებაც აუცილებლად გამართული უნდა გქონდეთ. თავდაპირველად რეკლამაში საკმაოდ ბევრი ფინანსური რესურსის ჩადება მოგიწევთ, თუმცა სწორი მარკეტინგითა და PR-ით შედეგს აუცილებლად მიიღებთ. შესაძლოა ეს ძალიან მალე არ მოხდეს, თუმცა კმაყოფილი მომხმარებელი, საქმისადმი კვალიფიციური მიდგომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. 

საკონსულტაციო ფირმა შესაძლოა იყოს შემდეგი მიმართულებებით: 

იურიდიული კონსულტაცია 
კომპანიის ფინანსური საკითხების შესახებ კონსულტაცია (საბუღალტრო, საგადასახადო და ა.შ.)

ბიზნესის დაწყების/განვითარების შესახებ კონსულტაცია (ძირითადად მომხმარებელი კერძო პირები არიან) 

მენეჯმენტის შესახებ კონსულტაცია ( კომპანიის, გუნდის სწორი მართვა, ლიდერისთვის აუცილებელი საჭირო უნარებისა და ცოდნის გაზიარება) 

PR-ისა და იმიჯის შექმნის ხელოვნების შესახებ ( ძალიან ბევრ კერძო პირს, თუ კომპანის სჭირდება PR მენეჯმენტისა და იმიჯმეიკერის რჩევები) 



გისურვებთ წარმატებებს! 

თარიღი: 2019/07/08