საპენსიო სისტემაში თვითდასაქმებულები მომავალი წლიდან ჩაერთვებიან
საპენსიო სისტემაში თვითდასაქმებულები მომავალი წლიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო სააგენტოს საქმიანობის 100 დღე შეაფასა:

„მაქსიმალურდა ჩართულებით ვართ საინფორმაციო კამპანიაში, ყველა მიმართულებას ვიყენებთ იმისთვის, რომ ადამიანებს ავუხსნათ დაგროვებითი საპენსიო სისტემის სიკეთეები“,- აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ თვითდასაქმებულები საპენსიო სქემაში ჩაერთონ, საჭიროა შემოსავლების დეკლარირება.

ავტორი:
თარიღი: 2019/04/23