საქართველო ბიუროკრატიის ანაზღაურების კუთხით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა - ივანე მაჭავარიანი
„როდესაც ვსაუბრობთ ბიუროკრატიის ანაზღაურებაზე, მის ზომაზე, უნდა შევხედოთ ხელფასების ჯამური მოცულობის ეკონომიკის დონესთან შეფარდებას", - ამის შესხებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა:

„არასწორია ნომინალური მაჩვენებლით საუბარი და უალტერნატივოდ მიმაჩნია აღნიშნული ხარჯების ფარდობა ეკონომიკის ზომასთან. ბიუროკრატიის ზომა საქართველოში არის მშპ-ს 3.9%. ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ჩვენ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსში ვართ მე-5 ადგილზე მსოფლიოში. რომ შევხედოთ მსოფლიოს 50 გამჭვირვალე ქვეყანას და შევადაროთ ჩვენს შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯებს, ვნახავთ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა.“ - აღნიშნა მინისტრმა.

თარიღი: 2019/04/23