მარტში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.2%–ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 

2019 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 

სებ–ის ცნობით, მარტში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 464.7 მლნ ლარით, ანუ 1.2%–ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2%–ით) და 2019 წლის პირველი აპრილისთვის 39.4 მლრდ ლარი შეადგინა. 

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4%–ია.

ავტორი:
თარიღი: 2019/04/25