როგორ უნდა გამოვიყენოთ მოპოვებული ჯილდო მარკეტინგისთვის
ბიზნესის ბაზარზე დამკვიდრებას მარკეტინგულ კამპანიაზე მეტად ხელს ჯილდოს მოპოვება უწყობს. ეს ის არის, რასაც მომხმარებლები ყველაზე მეტად ენდობიან. როგორ უნდა გამოვიყენოთ მოპოვებული ჯილდო მარკეტინგისთვის?

1.სპეცრელიზი

პრესრელიზი მარკეტინგისთვის ერთერთი საუკეთესო გზაა. ეს მედიის ყურადღებას მიიქცევს. სპეცრელიზში აუცილებლად მიუთითეთ თუ რა ჯილდო აქვს მოპოვებული თქვენს პროდუქტს.

2.დაწერეთ ჯილდოს შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე

პოტენციური კლიენტები თქვენი კომპანიის ვებგვერდს ხშირად სტუმრობენ. თქვენი კომპანიის ჯილდოების შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა დაამატოთ. ეს მათში უფრო მეტ ნდობას გამოიწვევს.

3.სოციალური მედია

ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში აუცილებლად უნდა გააზიაროთ. სოციალური მედიის საშუალებით აღნიშნულ ინფორმაციას უფრო მეტი ადამიანი გაეცნობა, რაც მომხმარებლების მოზიდვაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.

4.ელექტორნული ფოსტა

თქვენი კომპანიის სიახლეების შესახებ თქვენს მომხმარებლებს  ინდივიდუალურად უნდა გაუგზავნოთ.

5.აღნიშნეთ გამარჯვება გუნდთან ერთად

გახსოვდეთ, რომ თქვენს გამარჯვებაში დიდი წვლილი თანამშრომლებს მიუძღვით, ამიტომ გამარჯვება მათთან ერთად უნდა აღნიშნოთ.

 

თარიღი: 2019/07/19