საქართველოში წარმოებული ხის სახლები ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება
"2020 წლისთვის კომპანია kohi.ge-ის მიერ წარმოებული ხის კოტეჯები, საცხოვრებელი სახლები და მინი სასტუმროები, ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება", - ამის შესახებ Kohi.ge-ის დამძფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა.

"ხის სახლები ევროკავშირის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, გამომიდნარე იქედან, რომ ქვეყანაში მიგრანტების და მათი განთავსების მიმართულებით სერიოზული პრობლემებია, ხოლო ჩვენ მათ ვთავაზობთ კომფორტულ, კეთილმოწყობილ სახლს, 4-5-ჯერ იაფად, ვიდრე ჩვენი კონკურენტები. ამიტომაც ვფიქრობ, ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ ევროპულ კომპანიებს. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული ამინდზე, რადგან ნაკვეთზე მშენებლობა არ ხდება, ყველა დეტალი საამქროში მუშავდება, ადგილზე მხოლოდ მზა მასალას ვამონტაჟებთ. ამიტომაც კონსტრუქცია ბევრად უფრო ზუსტად იწყობა და ხარისხის დონეც გამორჩეულია. რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, ეს დამოკიდებულია კოტეჯის ზომაზე, მაგალითად, 30 კვ/მ ზომის კოტეჯის აწყობას 14 დღე სჭირდება, მონტაჟს კი ორი დღე. ხოლო სახლის ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით, 50 წელია", - აღნიშნა ლომიძემ.

თარიღი: 2019/04/27