საქართველოს ბანკის კომუნიკაციების დეპარტამენტს ლევან გომშიაშვილი ჩაიბარებს
საქართველოს ბანკის კომუნიკაციების დეპარტამენტს ლევან გომშიაშვილი ჩაიბარებს, - ინფორმაციას საქართველოს ბანკი ოფიციალურად ადასტურებს.

ლევან გომიაშვილს განათლება University of Edinburgh-ში აქვს მიღებული, მენეჯმენტის განხრით. 2013 წელს მუშაობდა საქართველოს რკინიგზის მარკეტინგის სამსახურში; ასევე, ის თანამშრომლობდა JWT Metro-სთან, ხოლო Atroot Management Consulting-ში მენეჯმენტ კონსულტანტის პოზიციას იკავებდა. 2014 წელს, მეგობრებთან ერთად სარეკლამო სააგენტო HOLMES&WATSON დააფუძნა, რომელსაც არაერთი წარმატებული კამპანია ეკუთვნის. ლევანის ბოლო მასშტაბური წამოწყება თბილისის კომუნიკაციების სკოლაა.

წყარო: marketer.ge

თარიღი: 2019/04/27